სავანეთის საჯარო სკოლა სოციალურ პროექტს „სიკეთე გადამდებია, დავეხმაროთ გაჭირვებულებს“ აგრძელებს.
სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მოსწავლეებმა თემა - „სოციალური დაცვა და მისი გარანტიები“ დაამუშავეს.
სკოლის აღსაზრდელებმა ისაუბრეს საყოველთაო დაზღვევის პროგრამასა და შშმ პირთა დაცვის მექანიზმებზე. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ამ საქმეში სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობას დიდი მნიშვნელობა აქვს. მოზარდებმა გადაწყვიტეს სოციალურად შეჭირვებულების დახმარებაში საკუთარი წვლილი შეეტანათ და პროექტი განახორციელეს.
სკოლის სამოქალაქო კლუბის „სავანეს“ წევრები სავანეთში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახს ესტუმრნენ.
მოსწავლეებმა ოჯახს გადასცეს სხვადასხვა სახის პროდუქტი, საოჯახო ნივთები, ტკბილეული, სარეცხის საშუალება და ა.შ.
მოინახულეს შშმ პირი თურაბ ისაევი, რომელიც 24 წლისაა, არ აქვს ფეხის ტერფები და უჭირს სიარული.
„ძალიან ლამაზი დღე იყო, ორმაგად სასიხარულო. მათ მოახდინეს ცოდნის ტრანსფერი და ამასთან ისწავლეს სოციალურად დაუცველი ადამიანის დახმარება, რომელიც შეიძლება მცირე ხნით მაინც გააბედნიერო“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
ახლახან, პროექტის - „სიკეთე გადამდებია“ ფარგლებში სკოლაში ესეების კონკურსი გაიმართა, რასაც დისკუსია მოჰყვა. დისკუსიის თემა სიკეთე და სიკეთის გაკეთების აუცილებლობა იყო.
იხილეთ ფოტოები