''წერილის მოგზაურობა'' - ახალციხის მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლეები ფოსტას ესტუმრნენ
01-11-2016
ახალციხის №5 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეები (კლასის ხელმძღვანელი ხათუნა ჯანაშვილი) საგაკვეთილო თემის: ,,პეპის პირველი წერილი“ უკეთ გაგების მიზნით ესტუმრნენ ქ. ახალციხის ფოსტას. 

მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიების განვითარებამ ინფორმაციის გადაცემისა და მიღების ფორმები სრულიად შეცვალა, მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო გამოდგა იმის გაგება, თუ როგორ იგზავნება და მოგზაურობს წერილი ფოსტის საშუალებით, გაეცნენ საფოსტო მარკის დანიშნულებას, შეიძინეს მარკები, დააკრეს კონვერტებზე და წერილები გაუგზავნეს მეგობრებს. 

ისინი მოუთმენლად ელოდებიან პასუხს!
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203