ვანის N1 საჯარო სკოლის ორი მოსწავლე რაგბის აკადემიის რჩეული გახდა
27-03-2018
საქართველოს რაგბის კავშირმა ვანის N1 საჯარო სკოლის ორი მოსწავლე დასავლეთ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში აიყვანა. მე-11 კლასის მოსწავლეები, დათო დიასამიძე და თაზო ცხადაშვილი საქართველოს რაგბის აკადემიის რიგებში უკვე ოფიციალურად ირიცხებიან.
აკადემიის დირექტორის ზაზა ლეჟავას თქმით, კანდიდატებს ხუთი კრიტერიუმის მიხედვით არჩევენ, მათ შორისაა მენტალობა და მოზარდის სწრაფი აზროვნების უნარი.
არჩეული ახალგაზრდები კვირაში ექვსი დღე, მწვრთნელებთან და თანაგუნდელებთან ერთად დილის შვიდი საათიდან ვარჯიშობენ.
ვარჯიში საათზე ოდნავ მეტხანს გრძელდება და მოსწავლეები სკოლაში მისვლასაც თავისუფლად ასწრებენ.
ახალგაზრდა მორაგბეები ქუთაისის ბაზაზე ვარჯიშობენ.
ვანის N1 საჯარო სკოლა ულოცავს დათო დიასამიძეს და თაზო ცხადაშვილს ამ წარმატებას. იხილეთ ფოტოები