არლის საჯარო სკოლის მოსწავლემ ხატვის კონკურსში გაიმარჯვა
27-03-2018
არლის საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლემ დავით ვარდიძემ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებულ ხატვის ღია კონკურსში ,,ეროვნული ბანკის მომავალი პრეზიდენტი“ გაიმარჯვა. 

დავითის მასწავლებელი ნოდარ ჩილინგარაშვილია.  

გამარჯვებულ მოსწავლეებს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა  ყვარელის ფულის მუზეუმში უმასპინძლა. გამარჯვებულებს ეროვნულმა ბანკმა სიმბოლური საჩუქრები გადასცა. მოზარდებმა  ასევე ქართული ფულის ისტორიის შესახებ ლექცია მოისმინეს და  ეროვნული ბანკის ექსპერტებთან ერთად ფინანსური განათლების საკითხებზე  ისაუბრეს. 

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ქართული ფულის თემაზე გამოცხადებული ხატვის ღია კონკურსის ფარგლებში კომპეტენტურმა ჟიურიმ 20 გამარჯვებული ნამუშევარი გამოავლინა. 

საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჩართულობით, „ფინანსური განათლების წლისა“ და „გლობალური ფულის კვირეულის“ ფარგლებში, ხატვის ღია კონკურსი II-VII კლასელთათვის ქვეყნის მასშტაბით თებერვლის დასაწყისში გამოცხადდა. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203