არსებობს თუ არა ბერკეტი, „ნაეკმა“ აბიტურიენტებს ქულები მოუმატოს - პასუხი აქტუალურ კითხვაზე
12-07-2022

ეროვნული გამოცდები თითქმის კვირაა დაიწყო და აბიტურიენტებს შორის არაერთხელ გაიჟღერა იდეამ, კონკრეტული გამოცდის, კონკრეტული ვარიანტი, რთულად უნდა გამოაცხადონ. საინტერესოა, არსებობს თუ არა რაიმე ბერკეტი, რომ „ნაეკმა“ აბიტურიენტებს, მაგალითად, მათემატიკაში ქულები მოუმატოს.

საქმე ის გახლავთ, რომ ბარიერი სახელმწიფო კონონმდებლობითაა განსაზღვრული, ხოლო რაც შეეხება ზღვარის დაწევას, ეს გამომდინარეობს იქიდან, რამდენად იყო ესა თუ ის ვარიანტი რთული; შესაბამისად, კონკრეტული საგნის ყველა ვარიანტზე ბარიერი ვერ დაიწევს, ეს მხოლოდ კონკრეტულ ვარიანტს შეეხება და ქულებიც იმ აბიტურიენტებს მოემატებათ, რომელთაც რთულად აღიარებული ვარიანტი წერეს.

ქულების გათანაბრება კი შემდეგნაირად ხდება: სირთულის თვალსაზრისით, ტესტის ვარიანტებს შორის უმნიშვნელო განსხვავებაც კი არათანაბარ პირობებში აყენებს აბიტურიენტებს. ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი თითოეული საგნის საგამოცდო ტესტის სხვადასხვა ვარიანტის ერთმანეთთან შედარების შემდეგ მეთოდს იყენებს: ჯერ ხდება პროცენტული რანგის დადგენა: ტესტის თითოეული ვარიანტისათვის და ამ ვარიანტში მიღებული თითოეული ქულისათვის გამოითვლება მისი პროცენტული რანგი; შემდეგ, ყოველ მოცემულ ვარიანტში მიღებულ ქულა იგივდება დანარჩენი ვარიანტების იმ ქულებთან, რომელთა პროცენტული რანგებიც ამ ქულის პროცენტული რანგის ტოლია; საბოლოოდ აბიტურიენტს მიენიჭება გათანაბრებული ქულა, ანუ მის მიერ მიღებულ ქულასა და დანარჩენ ვარიანტებში მასთან გაიგივებულ ქულებს შორის უდიდესი. 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203