„იზრუნე, არ იძალადო!“ - რუსთავის მე-16 სკოლის მოსწავლეები პროექტს გეგმავენ
27-03-2018
რუსთავის მე-16 სკოლის მოსწავლეები პროექტის „იზრუნე, არ იძალადო!“ განხორციელებას გეგმავენ. 

სკოლაში პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. 

პროექტის ფარგლებში რუსთავის მე-16 სკოლის მოსწავლეები სკოლაში საკუთარი ხელით დარგავენ ქოთნის მცენარეებს და შემდგომ მათ მოვლაზეც იზრუნებენ. 

სკოლის ეზოში, ჯამში 300 სხვადასხვა სახეობის მცენარე დაირგვება. გარდა ამისა, ძალადობის აღმოფხვრის კუთხით, მოსწავლეებისთვის სპეციალური სემინარების ჩატარება, საინფორმაციო ბუკლეტების მომზადება და გავრცელება იგეგმება. 

პროექტის განხორციელებისთვის, მოსწავლეებს პირადი დანაზოგით ფინანსურად მხარს უჭერენ რუსთავის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებიც. 

პროექტის პრეზენტაციას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები გოჩა ჯანგიძე, გრიგოლ ვეფხვაძე, მერიის სამსახურების ხელმძღვანელები, პედაგოგები, სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.    

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203