კლასტერული აკრედიტაციის სტანდარტები, პროცედურები და საფასური დამტკიცდა 
12-07-2022
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დამტკიცდა კლასტერული აკრედიტაციის სტანდარტები, პროცედურები და საფასურები.

აკრედიტაციის დებულებაში შესული ცვლილებების შესაბამისად:

1. შეიცვალა აკრედიტაციის სტანდარტები, რომელმაც გაითვალისწინა კლასტერის სპეციფიკა, შეიცვალა სტანდარტების სტრუქტურა, დამატებითი მოთხოვნები გაჩნდა ელექტრონულ სწავლებასთან და სადოქტორო პროგრამებთან მიმართებით;

 2. დადგინდა აკრედიტაციის ახალი საფასურები;

 3. აკრედიტაცია სავალდებულო გახდა ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის;

 4. განისაზღვრა კლასტერში საგანმანათლებლო პროგრამების დაჯგუფების წესი და პრინციპები (ერთ კლასტერში შინაარსობრივი ნიშნით შესაძლოა დაჯგუფდეს არაუმეტეს 8 საგანმანათლებლო პროგრამა);

 5. 2022 წლის ბოლომდე ყველა სადოქტორო და რეგულირებადი პროგრამა შეფასდება საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, ხოლო 2023 წლის 1 იანვრიდან საერთაშორისო ექსპერტი მონაწილეობას მიიღებს ყველა საფეხურისა და სახის საგანმანათლებლო პროგრამის შეფასების პროცესში;

 6. 2023 1 იანვრიდან ამოქმედდება სააკრედიტაციო განაცხადების ცენტრში წარმოდგენის ვადები (არ ეხება ახალ პროგრამებს);

 7. აკრედიტაციის საბჭო მედიცინის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე, აკრედიტაციის მინიჭებისას განსაზღვრავს სტუდენტების ზღვრულ რაოდენობას და დადგინდა შესაბამისი პროცედურა;

 8.  დებულებას დაემატა რეგულაცია - უცხოეთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის საერთაშორისო აკრედიტაციის განხორციელების თაობაზე.

დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203