ინგლისური ენის მესამე ვარიანტის საკითხები ცნობილია
12-07-2022
ინგლიური ენის გამოცდები გრძელდება, დილის სესიიდან პირველი აპლიკანტები უკვე გამოვიდნენ და etaloni.ge - სთან ტესტის საკითხებზე ისაუბრეს.

„თემა არ დამიწერია, წერილი დავწერე, თემა ინტერიერის დიზაინი იყო. მოსასმენს რაც შეეხება, კარგად ისმოდა, სისტემა გამართული იყო და კითხვებიც ნორმალური“, - გვითხრა 175-ე სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აბიტურიენტმა. 

„თემა იყო სკოლაში რეგულარული სპორტული ღონისძიებების ჩატარება  არის თუ არა საჭირო. წერილის თემას რაც შეეხება - კონფერენციაზე დაპატიჟეს ინტერიერის დიზაინერი, სადაც ბევრი დიზაინერი იქნებოდა და მათთვის წერილი უნდა მიმეწერა. მოსასმნი დავალებაც მშვენივრად ისმოდა. მე ინგლისური C2-ზე ვიცი და ჩემთვის მარტივი იყო -" აღნიშნა აბიტურიენტმა 

იხილეთ: ელენე ახმეტელი და ლონდონის ტური - კიდევ რა წერეს ინგლისურის გამოცდაზე აპლიკანტებმა

„შაკირაზე და სერენა ვილიამსზე იყო მოსასმენი“ - პირველი აპლიკანტი ინგლისურის მეორე ვარიანტიდან
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203