გომაროს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დასუფთავების აქციის შემდეგ თანატოლები გამოიწვიეს
27-03-2018
გომაროს საჯარო სკოლაში დასუფთავების აქცია მოეწყო. სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ხანგრძლივი ზამთრის შემდეგ დანაგვიანებული ეზო და სკოლის მიმდებარე ტერიტორია გაწმინდეს.
აქციის შემდეგ მოსწავლეებმა თანატოლების წახალისება გადაწყვიტეს და ზანავის საჯარო სკოლა გამოიწვიეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეების სურვილია, გამოწვევების ტრადიცია გაგრძელდეს და თვეში ერთხელ გომაროსა და ზანავის სკოლების აღსაზრდელებმა ამ ორი სოფლის რომელიმე დანაგვიანებული ლოკაცია დაასუფთაონ.
აქციაში მოსწავლეებთან ერთად სკოლის დირექტორი მერაბ შავაძეც მონაწილეობდა.