სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა რიგით მესამე კონფერენცია ზოგად საგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეთათვის (10-12 კლასი) თემაზე: „მოსწავლის თვალით დანახული აგრარული პრობლემები საქართველოში“.
ახალციხის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები ყოველწლიურად დიდი ინტერესით იღებენ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოწვევას და აქტიურად ერთვებიან კონკურსში.
წელს აღნიშნულ კონფერენციაში მომხსენებლებად მონაწილეობა მიიღეს მე-10 კლასის მოსწავლე ქეთევან კაჭკაჭაშვილმა (ხელმძღვანელი: მასწავლებელი მაია ფაჩულია) თემით: „დეგრადირებული ნიადაგი“, მე-11 კლასის მოსწვლე მარიამ ბერიძემ (ხელმძღვანელი: მასწავლებელი თამარ ჯინჭველაძე) თემით: „კარტოფილი-სამცხე-ჯავახეთის სავიზიტო ბარათი“ და მე-11 კლასის მოსწავლე მერი მხითარიანმა (ხელმძღვანელი: მასწავლებელი ნაზი ტორიაშვილი) თემით: „სარეველა მცენარეების მავნებლობა“.
კონფერენციაში სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებიდან აგრარული პრობლემებით დაინტერესებული მოსწავლეები და მათი პედაგოგები იყვნენ ჩართულები.
კონფერენციის მონაწილე ყველა მოსწავლე დაჯილდოვდა ღონისძიების მონაწილის სერტიფიკატით.
ახალციხის N5 საჯარო სკოლა დიდ მადლობას უხდის სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსგავსი ტიპის აქტივობების განხორციელებისთვის, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეებში პრობლემის დანახვის, გააზრებისა და მისი აღმოფხვრის გზების ძიების, კვლევის უნარის განვითარებას.
ასევე მადლობას უხდის სკოლის მოსწავლეებსა და მათ ხელმძღვანელ მასწავლებლებს და წარმატებებს უსურვებს მათ.
იხილეთ ფოტოები