განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის  ფუნქციები დაემატა 
13-07-2022
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ დებულებაში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც დეპარტამენტს დაემატა სააკონსულტაციო და მარწმუნებელი საქმიანობა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით: სამინისტროს სისტემაში შიდა აუდიტის ფუნქცია ხორციელდება საკონსულტაციო და მარწმუნებელი საქმიანობის მეშვეობით.

საკონსულტაციო საქმიანობა წარმოადგენს მომსახურებას, რომლის ხასიათი და მასშტაბი შეთანხმებულია შიდა აუდიტის ობიექტთან და რომელიც ემსახურება შიდა აუდიტის ობიექტის რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების გაუმჯობესებასა და დამატებითი ღირებულების შექმნას, შიდა აუდიტორის მიერ მენეჯერული პასუხისმგებლობის აღების გარეშე, შემდეგი ძირითადი პირობების დაცვით:

ა) საკონსულტაციო მომსახურება შეიძლება მოიცავდეს კონსულტაციის გაწევას, რჩევის მიცემას, ტრენინგსა და ფასილიტაციას;
ბ) საკონსულტაციო საქმიანობის გაწევამდე შიდა აუდიტის სუბიექტი და შიდა აუდიტის ობიექტი უნდა შეთანხმდნენ მომსახურების მიზნებზე, მასშტაბზე, პასუხისმგებლობებზე და სხვა საკითხებზე, საკონსულტაციო საქმიანობის პროცედურების შესაბამისად;
გ) შიდა აუდიტორებმა, რომლებიც ასრულებენ საკონსულტაციო მომსახურებას,  შეიძლება დახმარება გაუწიონ შიდა აუდიტის ობიექტს რისკის მართვის მეთოდოლოგიის და კონტროლის სისტემების შემუშავებასა და დანერგვაში, ასევე, რისკებისა და კონტროლების იდენტიფიცირებასა და შეფასებაში;
დ) საკონსულტაციო საქმიანობა უნდა განხორციელდეს საერთაშორისო სტანდარტებისა და საკონსულტაციო საქმიანობის პროცედურების შესაბამისად.
მარწმუნებელი საქმიანობა ხორციელდება შიდა აუდიტორული შემოწმების სახით და მოიცავს შიდა აუდიტის ობიექტის რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების დამოუკიდებელი შეფასების მიზნით მტკიცებულებების ობიექტურ შესწავლას.

მარწმუნებელი საქმიანობის ხასიათი, მასშტაბი, შიდა აუდიტის ობიექტები, შემოწმების სიხშირე, დრო/პერიოდი, ანგარიშის შინაარსი და შიდა აუდიტის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება უშუალოდ შიდა აუდიტის სუბიექტის მიერ, შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.“.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203