გამოცდის შედეგები ივლისის ბოლოდან გამოქვეყნდება - ქართულის ნაშრომების გასწორება დაიწყო
12-07-2022
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სპეციალისტები ნაშრომებს ცენტრის მიერ შექმნილი კომპიუტერული პროგრამით (eMarker) ასწორებენ. პროცესი ქართული ენისა და ლიტერატურის ნაშრომების გასწორებით დაიწყო და ის გამოცდების პარალელურად  მიმდინარეობს.
 
საგამოცდო ნაშრომების ელექტრონული გასწორება უზრუნველყოფს კონფიდენციალობის დაცვას და სრულიად გამორიცხავს ნაშრომის იდენტიფიცირების შესაძლებლობას. გამსწორებელი კოდირებულ ნაშრომს სრულად ვერ ხედავს და მასთან მხოლოდ ცალკეული დავალებები მიდის. თითოეულ დავალებას ორი გამსწორებელი ასწორებს. იმ შემთხვევაში, თუ მათი შეფასებები ერთმანეთს არ დაემთხვევა, ნაშრომი მესამე სპეციალისტს გადაეგზავნება.
 
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შედეგების გამოცხადებას ივლისის ბოლოს ან აგვისტოს პირველი რიცხვებიდან ეტაპობრივად დაიწყებს. შედეგებთან ერთად ყველა გამოსაცდელს საკუთარი ნამუშევრის ელექტრონული ვერსიის ნახვაც შეეძლება.
 
აბიტურიენტების საყურადღებოდ: გამოსაცდელებს სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების ცვლის, დამატებისა და წაშლის საშუალება  აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. კონკრეტული თარიღი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე აგვისტოს თვეში გამოქვეყნდება. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203