„46=47“ - შუქრუთის N1 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნეს
27-03-2018
შუქრუთის N1 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის მხარდამჭერი აქცია ჩატარდა. მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დამზადებული ტრაფარეტებით ფოტოები გადაიღეს და საზოგადოებას მიმართეს - „46=47“, „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“.
სკოლა დაუნის სინდრომის მქონე პირთა მხარდასაჭერად „ჭრელი წინდების" კამპანიაშიც ჩაერთო.
21 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 2011 წლიდან დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება.
მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება. უკვე მრავალი წელია ჭრელი წინდები სოლიდარობის სიმბოლოდ იქცა.
ჭრელი წინდის კამპანიის ფარგლებში, მსურველები, სპეციალურად კამპანიისთვის დამზადებული ჭრელი წინდების შეძენით, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს ეხმარებიან.