აკურის და ვანთის საჯარო სკოლის მოსწავლეები დებატების ხელოვნებას ერთად ეუფლებიან
27-03-2018
აკურის და ვანთის საჯარო სკოლების მოსწავლეები დებატების ხელოვნებას ერთად ეუფლებიან.
აკურის საჯარო სკოლაში სკოლის შენობის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რის გამოც სკოლა დროებით ვანთის საჯარო სკოლაში განთავსდა.
აკურის სკოლაში დებატების კლუბი ფუნქციონირებს. მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში, აკურელ მოსწავლეებთან ერთად დებატების ხელოვნებას ვანთის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც ეუფლებიან.
„დღესაც, კლუბის მორიგ შეხვედრაზე, ორივე სკოლის მოსწავლეები ერთობლივად იცავდნენ საკუთარი გუნდების პოზიციებს. დებატებმა საინტერესოდ ჩაიარა“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.