ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლაში ღია გაკვეთილი ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილი საინტერესო და სააზროვნო აქტივობებით იყო დატვირთული.
სკოლის აღსაზრდელებმა ასევე ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“ მიიღეს მონაწილეობა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, თამაში დაძაბულად მიმდინარეობდა. თითოეულმა ჯგუფმა მაქსიმალურად გამოავლინა ცოდნა.
„ცოდნის განსამტკიცებლად და გადასამოწმებლად ინტელექტუალური თამაშებისა და ღია გაკვეთილების ჩატარებას მომავალშიც ვაპირებთ“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები