რა ითვლება მაიდენტიფიცირებელ ნიშნად, რომლის გამოც ნაშრომი გაგინულდებათ?
24-07-2022

მასწავლებელთა გამოცდები 6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისს დასრულდება. გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად მხოლოდ ცოდნა არაა საკმარისი, აპლიკანტებმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული წესებიც ზედმიწევნით უნდა გაითვალისწინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მათი ნამუშევარი განულდეს.

მასწავლებლებთან და აბიტურიენტებთან გამართულ ღია კარის დღეებზე „ნაეკის“ წარმომადგენლებმა არაერთხელ განმარტეს, რომ პასუხების ფურცელში აკრძალულია საკუთარი სახელის, გვარის ან რაიმე მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მითითება.

კერძოდ, რა ითვლება მაიდენტიფიცირებელ ნიშნად?

მაიდენტიფიცირებელ ნიშნად ითვლება სახელი, გვარი, მისამართი, გრაფიკული გამოსახულება, ფიგურა, წარწერა და სხვა. გარდა ამისა, დამკვირვებლები აპლიკანტებს გამოცდის დაწყებამდე აფრთხილებენ, რომ შემთხვევით ან შეგნებულად არ გადაკეცონ პასუხების ფურცელი, რადგან, დიდი ალბათობით, მსგავსი ქმედებაც მაიდენტიფიცირებელ ნიშნად ჩაითვლება. ასევე დაუშვებელია ფურცელის ისეთ ცარიელ ადგილზე, სადაც პასუხი არაა ჩასაწერი, ნებისმიერი სახის წარწერა, თუნდაც ეს წერტილი იყოს.

„აპლიკანტებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რომ არ დაწერონ პასუხების ფურცელზე სახელი და გვარი, ან რაიმე მაიდენტიფიცირებელი ნიშანი. ამ შემთხვევაში დავალება არ გასწორდება და შეფასდება ნული ქულით“, - განმარტავენ „ნაეკში“.

გარდა ამისა, თუ გსურთ, რომ ქულები არ დაკარგოთ და ნამუშევარი დადებითად შეგიფასდეთ, პასუხების ფურცელზე გავრცობილი პასუხის დაწერისას (ღია დავალება, არგუმენტირებული მსჯელობა, ფუნქციური წერა) თითოეული პასუხი მისთვის საგანგებოდ გამოყოფილ ადგილას უნდა ჩაწეროთ და იგი არ უნდა გასცდეს ფურცელზე გამოყოფილ არეს.

იხილეთ ასევე: ვინ მიიღებს გაფრთხილებას და ვინ მოიხსნება გამოცდიდან - „ნაეკის“ დამატებითი განმარტება

როგორ უნდა მოიქცეთ თუ პასუხების ფურცელში უკვე მონიშნულის გადასწორება დაგჭირდებათ? - თუ უჯრაში X სწორად არ ჩაიწერება, პროგრამა პასუხს ვერ აღიქვამს

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203