მასწავლებელთა საგამოცდო შედეგები გამოცდის ჩატარების დღიდან არაუგვიანეს 60 დღეში გამოქვეყნდება. ამის შესახებ საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესშია აღნიშნული.
დოკუმენტის მიხედვით, თითოეული აპლიკანტის ნაწერს ორი დამოუკიდებელი გამსწორებელი შეაფასებს. თუ ორივე შეფასება ერთმანეთს არ დაემთხვევა, ტესტს მესამე გამსწორებელი შეამოწმებს და საბოლოო ქულასაც ის განსაზღვრავს.
გაეცანით დეტალებს:
ა) კომპიუტერის და საამისოდ გამიზნული სხვა ტექნიკური საშუალებების მეშვეობით;
ბ) ორი დამოუკიდებელი გამსწორებლის მიერ, დამოუკიდებლად ორჯერ და მეორე გასწორების შედეგად მიღებული ქულა საბოლოოა. პასუხების ფურცელში/ნაშრომში შემავალი ტესტური დავალების შეფასებაში ცენტრის მიერ დადგენილი სხვაობის შემთხვევაში შესაბამისი ტესტური დავალება სწორდება მესამე გამსწორებლის მიერ. მესამედ გასწორების შედეგად მიღებული ქულა საბოლოოა.
არ გასწორდება:
ა) პასუხების ფურცელი/პასუხების ფურცლის ის ნაწილი, რომელიც შეიცავს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს ან რაიმე სახის გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან;
ბ) ტესტირების პრაქტიკული ნაწილის ტესტურ დავალებაზე აპლიკანტის მიერ გაცემული პასუხი, რომელიც შეიცავს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს.