„ქეთი ჩვენი კლასის მზეა“ - ქუთაისის მე-12 სკოლის მოსწავლეებმა ვიდეორგოლი გადაიღეს
ქუთაისის მე-12 სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ვიდეორგოლი გადაიღეს.
21 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 2011 წლიდან დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება.
მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება.