„ჩემთვის მაგალითია არჩილ ტატუნაშვილის გმირობა“ - მესამეკლასელის ემოციური წერილი
27-03-2018
აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელმა ლელა ლიკლიკაძემ  მე-3 კლასის მოსწავლისგან ემოციური შინაარსის წერილი მიიღო.  

„დავიბადე იტალიაში, თუ საჭირო იქნება მეც შემიძლია შევწირო თავი საქართველოს. ჩემთვის მაგალითია არჩილ ტატუნაშვილის გმირობა,“- ნათქვამია წერილში.  

35 წლის არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლია. ის სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ 22 თებერვალს დააკავა 2008 წლის ომში მონაწილეობისა და დივერსიის მოწყობის გეგმის ბრალდებით, რის შემდეგაც ცხინვალის ციხეში ცემით მოკლეს.  

ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე 20 მარტს  გადმოასვენეს. 24 მარტს კი ქართველი გმირი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.


იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203