175-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში ელექტროენერგიის გათიშვის გამო მეორე სესია დაგვიანებით დაიწყო - ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. ფაქტი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დაადასტურა.
„175-ე სკოლაში ზუსტად 45 წუთი იყო დენი გათიშული. დახოცილები გამოვიდნენ ბავშვები, 10 წუთიც არ დაუმატებიათ დრო“, - ინფორმაციას სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი წერს.
აღნიშნულთან დაკავშირებით გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა განაცხადა, რომ დენის გათიშვის გამო 11 ივლისს ინგლისური ენის მეორე სესია დაგვიანებით დაიწყო, თუმცა დროის გადათვლაც გამოცდის დაწყების წუთიდან მოხდა.
„11 ივლისს, 175-ე სკოლის „ა“ კორპუსში მოხდა ელექტროდაზიანება. მეორე სესია ჯერ არ იყო დაწყებული. სხვადასხვა სამსახურის, მათ შორის „თელასის“ წარმომადგენლების ჩართულობით დენის მიწოდება შესაძლებელი გახდა. გამოცდა დაგვიანებით დაიწყო, შესაბამისად, დროის გადათვლაც სწორედ გამოცდის დაწყების წუთიდან მოხდა“, - აღნიშნავენ ცენტრში.
იხილეთ: გამოცდიდან 4 აპლიკანტი მოხსნა: „შპარგალკისა“ და ტესტზე სხვა პირის შესვლა დაფიქსირდა - სოფიო გორგოძე I კვირას აჯამებს
აბიტურიენტმა მობილური საგამოცდო ოთახში შეიტანა - ინციდენტი გამოცდის პირველ დღეს
ქართულის საგამოცდო დავალების ფოტო გავრცელდა - საქმეზე მოკვლევა დაიწყო