„დაუვიწყარი დღეები მშობლებთან“ - ჩხორიის საჯარო სკოლაში შვილებზე ზრუნვის დღე აღნიშნეს
27-03-2018
ჩხორიის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბ „ნიკეს“ ინიციატივით შვილებზე ზრუნვის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა. 

ღონისძიებას „არსებობს ერთი ბედნიერება და მას შვილი ჰქვია" მაია არახამიამ უხელმძღვანელა. 

კლუბის წევრებმა ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობაზე.  

მასწავლებელმა ელიკო გაბუნიამ წაიკითხა ლექსი „დედაშვილობა“.  

ღონისძიებაზე აჩვენეს ვიდეოკოლაჟი „დაუვიწყარი დღეები მშობლებთან“.  

ასევე ჩატარდა სახალისო თამაში თემაზე, თუ რამდენად იცნობდნენ მშობლები საკუთარ შვილებს.  

კონკურსის შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული მშობელი, რომელსაც ფასიანი საჩუარი გადაეცა. 
ღონისძიების ყველა მონაწილე სერტიფიკატებით დააჯილდოვეს.  

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203