„გაზაფხული, ქალი და დედა ერთად გამეფდა ამ ქვეყანაზე“ - ქუთაისის N24 საჯარო სკოლის მოსწავლეების ღონისძიება
27-03-2018
ქუთაისის N24 საჯარო სკოლის მესამე კლასმა პედაგოგ ნათია აბულაძის ხელმძღვანელობით ღონისძიება - „გაზაფხული, ქალი და დედა ერთად გამეფდა ამ ქვეყანაზე“ ჩაატარა. 

სკოლის აღსაზრდელებმა გაზაფხულის შესახებ ისაუბრეს, წაიკითხეს თემატური ლექსები და დედაზე მინი სპექტაკლი წარმოადგინეს. 

სკოლის წარმომადგენლის მათიკო (მარიკა) კოჩაძის თქმით, ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა და მშობლებისა და დამსწრე საზოგადოების ცრემლნარევი კმაყოფილება გამოიწვია.​

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203