იმ აბიტურიენტებისათვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსსა და მასწავლებლის საგნის გამოცდაში მონაწილეებისათვის, რომლებმაც ვერ შეძლეს COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო 4-8 ივლისს ჩატარებულ გამოცდებზე დასწრება, განისაზღვრა ერთი დამატებითი საგამოცდო სესია შემდეგ საგნებში:
16 ივლისი:
ქართული ენა და ლიტერატურა - ერთიანი ეროვნული გამოცდები.
17 ივლისი:
მათემატიკა - ერთიანი ეროვნული გამოცდები;
სტუდენტთა საგრანტო კონკურსი;
ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV) - მასწავლებლის საგნის გამოცდა;
ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI) - მასწავლებლის საგნის გამოცდა;
მათემატიკა (I-VI) - მასწავლებლის საგნის გამოცდა;
სამოქალაქო განათლება - მასწავლებლის საგნის გამოცდა.
გამოსაცდელთა სია მათი საიდენტიფიკაციო ნომრით და დეტალური ინფორმაცია გამოცდის ჩატარების შესახებ
გაითვალისწინეთ, რომ გამოსაცდელი უნდა გამოცხადდეს ცხრილში მითითებულ დროსა და ადგილას 08:00 საათზე.
დამატებით გამოცდებზე სულ 58 აპლიკანტი გადის, აქედან 7 მასწავლებლის გამოცდაზე, 5 სტუდენტთა საგრანტო ტესტირებაზე, დანარჩენი კი აბიტურიენტია. გამოცდები თბილისში N103 საჯარო სკოლაში ჩატარდება.
სხვა გამოცდების დამატებითი სესიების თაობაზე ინფორმაცია ეტაპობრივად გამოქვეყნდება.