რეგისტრირებული მასწავლებლების 15% გამოცდაზე არ მივიდა - 2 აპლიკანტი კი გამოცდაზე დაგვიანების გამო არ შეუშვეს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით დარეგისტრირებულებული აპლიკანტებიდან წამყვანისა და მენტორის გამოცდებზე 15% არ მივიდა, ხოლო 2- აპილაკნტი დაგვიანებით გამოცხადდა, შესაბამისად ისინი საგამოცდო სექტორში ტესტის დასაწერად აღარ შეუშვეს.
„დღევანდელი საგამოცდო დღის პირველი სესია წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველებს დაეთმო. დარეგისტრირებულებიდან გამოცხადდა 85%-მდე პედაგოგი, დაიგვიანა ორმა გამოსაცდელმა.
მეორე სესიაზე აბიტურიენტები ფიზიკისა და ლიტერატურის გამოცდას ჩააბარებენ, მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები კი ბიოლოგიის გამოცდას.