სახელფასო ფონდი გაიზარდა სამინისტროს დაქვემდებარებული შემოქმედებითი ჯგუფებისთვის - დეტალები
14-07-2022
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ-ების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობითა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით, დაპირებისამებრ, 2022 წლის სექტემბრიდან სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი შემოქმედებითი ჯგუფებისათვის სახელფასო ფონდი გაიზარდა. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დარბაზის რეაბილიტაციის პროექტზე, რომლის ფარგლებშიც წლის ბოლომდე თეატრის დარბაზი განათებისა და გახმოვანების თანამედროვე სისტემებით აღიჭურვება.

აღნიშნულ შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია მონაწილეობდნენ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203