ინტელექტ-ჩემპიონატის 2022 წლის პირველი პერიოდის შემაჯამებელი კონკურსი დისტანციურად LIVE რეჟიმში გაიმართება
მიმდინარე წლის აპრილიდან ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონი“ ფარგლებში 29 მუნიციპალიტეტის და აფხაზეთის ა/რ „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდა. გამოვლენილ გამარჯვებულებს შორის 2022 წლის პირველი ეტაპის შემაჯამებელი კონკურსი დისტანციურად, LIVE რეჟიმში გაიმართება.გამოვლენილი „ეტალონი მოსწავლეები“, თავის მხრივ მუნიციპალიტეტებში ჩატარებული ჩატარებული პირველი და მეორე ეტაპების დისტანციური კონკურსების შედეგად შეირჩნენ.
2022 წლის პირველი პერიოდის შემაჯამებელი ღონისძიება დისტანციურ რეჟიმში, 20 ივლისს, 14:00 საათზე გაიმართება. ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება, მონაწილეები კი კონკურსს ვიდეოპლატფორმის საშუალებით რესურსცენტრებიდან ჩაერთვებიან, ხოლო ცოდნის წარმოჩენას სპეციალურად მათთვის შექმნილ ონლაინ პორტალის საშუალებით შეძლებენ.
2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის მეორე ეტაპის შემაჯამებელი დისტანციური ღონისძიების მონაწილეები არიან:
გამარჯვებულ სამეულს გადაეცემა დიპლომები და განათლების სამინისტროს სახელით ტექნიკის ფულადი ვაუჩერები - პირველი ადგილი 1000-ლარიანი ვაუჩერი, მეორე ადგილი 800-ლარიანი ვაუჩერი და მესამე ადგილი 500-ლარიანი ვაუჩერი. კონკურსს LIVE რეჟიმში შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ „ეტალონის“
Facebook გვერდსა და Etaloni.ge-ზე.
კონკურსის მიმდინარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ:რუბრიკა „ეტალონი“