საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2022 წლის პირველი პერიოდის შემაჯამებელი კონკურსი დისტანციურ ფორმატში ამ წუთებში იმართება.
ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება, მონაწილეები კი კონკურსს ვიდეოპლატფორმის საშუალებით მუნიციპალიტეტების საგანმანათლებლო რესურსცენტრებიდან ერთვებიან.
მიმდინარე წლის აპრილიდან ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონი“ ფარგლებში 30 მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდა. გამოვლენილ გამარჯვებულებს შორის 2022 წლის პირველი ეტაპის შემაჯამებელი კონკურსი დისტანციურად, LIVE რეჟიმში მიმდინარეობს.
„ეტალონი მოსწავლეები“ თავის მხრივ მუნიციპალიტეტებში ჩატარებული პირველი და მეორე ეტაპების დისტანციური კონკურსების შედეგად შეირჩნენ.