ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გრამატიკაში ცოდნა განიმტკიცეს
28-03-2018
ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლაში აქტიურად გრძელდება სტანდარტული გაკვეთილები.

სკოლის პედაგოგმა ფატმან ცეცხლაძემ VII კლასში გაკვეთილი ჩაატარა, რომლის თემა იყო - კილო და მისი სახეები.    

სასწავლო პროცესს სკოლის შიდა შეფასების ჯგუფი ესწრებოდა.   

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა გრამატიკაში ცოდნა განიმტკიცეს. 

გაკვეთილი მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული და მოზარდებმა მასში აქტიური მონაწილეობა მიიღეს.    

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203