ინტელექტ-ჩემპიონატის 2022 წლის პირველი პერიოდის შემაჯამებელი კონკურსის პირველი სამეული ცნობილია
20-07-2022
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2022 წლის პირველი პერიოდის ღონისძიება-კონკურსი 20 ივლისს დისტანციურ ფორმატში ჩატარდა.  

ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვა, მონაწილეები კი კონკურსს ვიდეოპლატფორმის საშუალებით მუნიციპალიტეტების რესურსცენტრებიდან ჩაერთვნენ. 

„ეტალონის“ 2022 წლის პირველი პერიოდის კონკურსის პირველი სამეული ასეთია:




პირველი ადგილი დაიკავა ქედის მუნიციპალიტეტის ოქტომბრის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი ჩხიკვაძემ. მან 76 ქულა დააგროვა და ამისთვის 6 წუთი და 57 წამი დასჭირდა. მეორე ადგილი 72 ქულით ბორჯომის მუნიციპალიტეტის N4 საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი ბერიძემ მოიპოვა. მან ეს ქულა 4 წუთსა და 7 წამში დააგროვა. 65 ქულა 5 წუთსა და 25 წამში დააგროვა და მესამე ადგილზე გავიდა კერძო სკოლის „თაობა“ მოსწავლე ნიკო ავალიანი

საპრიზო ადგილებზე გასულ სამეულს გადაეცათ დიპლომები და განათლების სამინისტროს სახელით ტექნიკის ვაუჩერები - პირველი ადგილი 1000-ლარიანი ვაუჩერი, მეორე ადგილი 800-ლარიანი ვაუჩერი და მესამე ადგილი 500-ლარიანი ვაუჩერი. 

ცნობისათვის, მიმდინარე წლის აპრილიდან ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონი“ ფარგლებში 29 მუნიციპალიტეტის და აფხაზეთის ა/რ „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდა. გამოვლენილ გამარჯვებულებს შორის 2022 წლის პირველი ეტაპის შემაჯამებელი კონკურსი დისტანციურად, LIVE რეჟიმში გაიმართა. 

გამოვლენილი „ეტალონი მოსწავლეები“, თავის მხრივ  მუნიციპალიტეტებში ჩატარებული ჩატარებული პირველი და მეორე ეტაპების დისტანციური კონკურსების შედეგად შეირჩნენ.



კონკურსის მიმდინარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ:

რუბრიკა „ეტალონი“
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203