ინტელექტ-ჩემპიონატის 2022 წლის პირველი პერიოდის შემაჯამებელი კონკურსის ათეული ცნობილია
20 ივლისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2022 წლის პირველი პერიოდის შემაჯამებელი კონკურსი დისტანციურ ფორმატში გაიმართა.
LIVE კონკურსში 29 მუნიციპალიტეტის და აფხაზეთის ა/რ „ეტალონი“ მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებიც თავის მხრივ მუნიციპალიტეტებში ჩატარებული პირველი და მეორე ეტაპების დისტანციური კონკურსების შედეგად შეირჩნენ.
ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა, მონაწილეები კი კონკურსს ვიდეოპლატფორმის საშუალებით მუნიციპალიტეტების საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან ჩაერთნენ. ხოლო ცოდნის წარმოჩენა კი სპეციალურად მათთვის შექმნილი ონლაინ პორტალის საშუალებით შეძლეს.
გთავაზობთ კონკურსის პირველი ათეულის რეიტინგს:
საპრიზო ადგილებზე გასულ სამეულს გადაეცათ დიპლომები და განათლების სამინისტროს სახელით ტექნიკის ვაუჩერები - პირველი ადგილი 1000-ლარიანი ვაუჩერი, მეორე ადგილი 800-ლარიანი ვაუჩერი და მესამე ადგილი 500-ლარიანი ვაუჩერი.
კონკურსის მიმდინარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ:რუბრიკა „ეტალონი“