ლეონიძის „მარიტა“, რემედიაცია, თვითრეფლექსია... რა საკითხები შევხდათ პედაგოგებს პროფესიული უნარების გამოცდის მეორე დღეს
15-07-2022
წამყვანისა მენტორის გამოცდიდან პედაგოგები უკვე გამოვიდნენ. რა საკითხები შეხვდათ გამოცდის მეორე დღეს მასწავლებლებს და როგორ აფასებენ ტესტებს - აღნიშნულის შესახებ დეტალებს etaloni.ge გთავაზობთ.

„ფუნქციური წერა:  სკოლის საინიციატივო ჯგუფი ახორციელებს პროექტს „თანაბარი გარემო ყველასათვის”, რაც გულისხმობს სსიმ მოსწავლეებისთვის სასწავლო გარემოს ადაპტაციას. სკოლამ გამოყო ბიუჯეტიდან თანხა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მიწერეთ ორგანიზაციას დამატებითი თანხის მობილიზების მიზნით.

1- ქულიანები: წამყვანის მოვალეობები; დისლექსია; ცოდნის 3 კატეგორია (დეკლარატიული,პროცედურული, პირობისეული);
3-4 ქულიანები: ანალიტიკური უნარი (პეპელადან)“.

„კითხვა იყო დისლექსიაზე,  ასევე წამყვანის მოვალეობების შესახებ.  ფოტოების გამოქვეყნებაზე მშობლის თანხმობა უნდა ჰქონდეს თუ არა პედაგოგს, მოსწავლის შინაგანი ძალების გააქტიურებასა და რემედიაციაზე. ასევე შემაჯამებელი კომპლექსური დავალებით მოსწავლის შეფასება, პროფესიული განვითარების საშუალება, თვითრეფლექსია, უნივერსალური დიზაინი.. ასევე გვეკითხებოდნენ  რა უწყობს ხელს შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას“;

„გიორგი ლეონიძის მარიტადან 2 უარყოფითი და 2 დადებითი ფაქტი უნდა დაგვეწერა... საკითხი არ ყოფილა, რაც პედაგოგებისთვის უცხოა, თუმცა გამოცდა მაინც სტრესულია“...

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203