მასწავლებლების გამოცდაზე 13 პროცენტი არ გამოცხადდა - „ნაეკი“ ინფორმაციას ავრცელებს
15-07-2022
15 ივლისს აბიტურიენტები ქიმიისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდას აბარებდნენ, მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები კი გეოგრაფიის, პროფესიული უნარებისა და აზერბაიჯანული ენის გამოცდას.
ორივე სესიაზე სულ გამოცხადდა 94%-მდე აბიტურიენტი და 87%-ზე მეტი მასწავლებლის გამოცდაში მონაწილე აპლიკანტი. დაიგვიანა ხუთმა გამოსაცდელმა, - აღნიშნულ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ორშაბათიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები ისტორიის გამოცდით გაგრძელდება.