დაგვიანებული აბიტურიენტი სკოლის ღობეს გადაახტა რომ საგამოცდო ცენტრში შესულიყო - აპლიკანტმა წინა გამოცდაზეც დაიგვიანა
ისტორიის გამოცდის დილის სესიზე დაგვიანებით ერთი აბიტურიენტი მივიდა, რომელიც საგამოცდო ცენტრში არ შუეშვეს. აპლიკანტი სკოლის ღობეს დაახტა და ისე სცადა, დაცვის თანამშრომლების გვერდის ავლით შესულიყო საგამოცდო ცენტრში შესვლა, თუმცა ის მალევე დააკავეს და საგამოცდო ცენტრის ტორიტორია დაატოვებინეს. როგორც ირკვევა აბიტურიენტს წელს არც ერთი გამოცდა არ აქვს დაწერილი - ქართლი ენისა და ლიტერატურის გამოცდა ცუდად ყოფნის გამო ცენტრთან შეთანხმებით გადაუდეს, ინგლისური ენის გამოცდზე კი რომელიც 11 ივლისს ჰქონდა, რამდენიმე წუთით დაიგვიანა.
„ისნიდან მოვდივარ, ტაქსტი არ მოვიდა და მეტროთი მოვედი. 30 წამით დავაგვიანე,. წინაზე 3 წუთი დამაგვიანდა, ინგლისური მქონდა, განცხადებაც დავწერე და არ შემიშვეს. დღეს ისტორია უნდა ჩამებარებინა, ყველაზე კარგად ეს ვიცი. 30 წამი დამაგვიანდა. ეს როგორ მომივიდა?! ტაქსი არ მოვიდა, მეტროსაც დიდხანს ველოდეთ...“ - ვეუბნება აბიტურიენტი.
იხილეთ:
ინგლისურის გამოცდაზე 2-მა აბიტურიენტმა დაიგვიანა -„ არც მიჭამია, ჩაიც არ დამილევია, შემიშვით, ძალიან გთხოვთ“