„ბავშვმა 1 წუთი დაიგვიანა, არ შეუშვეს და ცუდად გახდა“ - შემთხვევა N39 სკოლის საგამოცდო ცენტრში
18-07-2022

დღეს, 18 ივლისს აბიტურიენტები ისტორიის გამოცდას აბარებენ და ტესტირების დაწყებამდე, საგამოცდო ცენტრებში დაგვიანების ფაქტები კვლავ დაფიქსირდა.

თბილისის N39 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტმა დააგვიანა, იგი ტესტირებაზე არ დაუშვეს, შედეგად კი აპლიკანტი ცუდად გახდა... 

აბიტურიენტი ბრიგადამ სასწრაფო დახმარების მანქანაში მოათავსა და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ, ამბულატორიაში გადაიყვანეს.

„1 წუთი იყო დაგვიანება... აქვე ვიდექი... ბავშვი არ შეუშვეს. ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს... მეტი არაფერი ვიცი..“ - გვიამბო თვითმხილველმა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203