საქართველოს კონსტიტუცია, ბაგრატ III-ს გამეფება აფხაზეთში და  მსოფლიო ისტორია - ისტორიის გამოცდის საკითხები
18-07-2022

დღეს, 18 ივლისს აბიტურიენტები ისტორიის გამოცდას აბარებენ. ტესტირებიდან გამოსული პირველი აბიტურიენტები, Etaloni.ge-ს ესაუბრება, თუ რა საკითხები შეხვდა გამოცდაზე:

„საქართველოს ისტორიაზე მარტო თვალსაჩინოება მოვიდა და ერთი არგუმენტი იყო ბაგრატ III-ის გამეფებაზე აფხაზეთში. კარიკატურა იყო საქართველოს კონსტიტუციაზე 1978 წელი. თვალსაჩინოებას რაც შეეხება იყო ფრანგებსა და ინგლისელებს შორის ბრძოლა. უფრო მეტად მსოფლიო ისტორიაზე იყო ყურადღება გამახვილებული”.

„ვინც იცის, იმისთვის მარტივი იყო. წყარო იყო საქართველოს არმიაზე მე-20 საუკუნეში. კარიკატურა მოვიდა კანონთა კრებული 1978 წელზე. თვალსაჩინოებას რაც შეეხება ინგლისელებისა და ფრანგების დაპირისპირებაზე. რუკა იყო მოცემული და კითხვები დასმული. სულ 28 საკითხი იყო მოცემული. მსოფლიო და საქართველოს ისტორია თანაბრად იყო”.

„მსოფლიო ისტორიიდან იყო საკითხები... ძირითადად. კარიკატურა მოვიდა საბჭოთა კავშირზე -  პროპაგანდისტული პოსტერი, სადაც მოცემული იყო - მოვიწონეთ და ვემორჩილებით კონსტიტუციას. შეკითხვა იყო ასეთი - მოიყვანეთ ისტორიული მაგალითი, რომელიც ასახავს რეალობას, რომ ეს არ არის მართალი. მოიწონეთ და ვემორჩილებით, არ არის სწორი. თვალსაჩინოებაში ფრანგებისა და ინგლისელების ბრძოლის რუკა იყო“.

იხილეთ ასევე:

„ბავშვმა 1 წუთი დაიგვიანა, არ შეუშვეს და ცუდად გახდა“ - შემთხვევა N39 სკოლის საგამოცდო ცენტრში

დაგვიანებული აბიტურიენტი სკოლის ღობეს გადაახტა რომ საგამოცდო ცენტრში შესულიყო - აპლიკანტმა წინა გამოცდაზეც დაიგვიანა


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203