19 ივლისს პედაგოგები და პედაგოგობის მსურველები გამოცდას ქიმიაში (VII-XII კლასები) ჩააბარებენ. გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად აპლიკანტებმა 37 ქულა და მეტი ქულა უნდა დააგროვონ. გამოცდაზე გასვლამდე კი გთავაზობთ რჩევებს, რომელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აძლლევს აპლიკანტებს.
- საგამოცდო პროგრამა - ქიმია
- დამხმარე კრებული - ქიმია
ქიმიაში მეტალებთან დაკავშირებით ბევრი კითხვა შეგვხვდება?
მნიშვნელოვანია, რომ ტესტმა სრულად მოიცვას საგამოცდო პროგრამა. ჩვენ ვცდილობთ, რომ ტესტში ქულები პროგრამულ საკითხებზე თანაბრად იყოს გადანაწილებული. მეტალებს პროგრამაში დიდი ადგილი არ უჭირავს, შესაბამისად, მათზე ბევრი კითხვა ვერ იქნება.
ქიმიაში დაგვაკლდება თუ არა ქულა მათემატიკური შეცდომებისათვის?
თუ არასწორი პასუხის მიღება გამოწვეულია მხოლოდ 1 არითმეტიკული შეცდომით, მაშინ შეფასებისას მხოლოდ ერთი ქულა დააკლდება. ამ კითხვაზე უფრო ზუსტ პასუხს მიიღებთ, თუ ნახავთ გასული წლის ტესტს და შეფასების სქემას, რომელიც ცენტრის ვებგვერდზეა განთავსებული. იქ დეტალურადაა აღწერილი, რა შემთხვევაში ხდება ქულების დაკლება.
ქიმიის გამოცდაზე ცხრილები თუ დაგვირიგდება?
გამოცდაზე გამოსაცდელებს საშუალება ეძლევათ ისარგებლონ შემდეგი დამხმარე მასალით: ქიმიურ ელემენტთა პერიოდულობის ცხრილით; ფუძეების, მჟავებისა და მარილების ხსნადობის ცხრილით; მეტალთა ძაბვის ელექტროქიმიური მწკრივით. დამხმარე მასალა გამოსაცდელებს დაურიგდებათ გამოცდის დაწყებისას.
თუ შეიძლება, რომ გვითხრათ, ორგანული ქიმიიდან დაახლოებით რამდენი კითხვაა ტესტში და არაორგანული ქიმიიდან რამდენი?
საერთო ქულების დაახლოებით ერთი მესამედი ორგანული ქიმიის საკითხებზე მოდის, დანარჩენი ქულები გადანაწილებულია ზოგადი და არაორგანული ქიმიის საკითხებზე.
იხილეთ 2021 წელს მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე გამოყეებული ტესტები და შეფასების სქემები: