აქტივობები, რომელსაც ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი სასწავლო პროცესში იყენებს
28-03-2018
ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი თამილა დუმბაძე სწავლების სხვადასხვა საფეხურზე საინტერესო და ინოვაციურ აქტივობებს ხშირად ატარებს. 

ერთერთი ასეთი საინტერესო პროექტი იყო - „Books in a box“ („წიგნები ყუთში”), რომელშიც სხვადასხვა კლასის მოსწავლეები ჩაერთვნენ.

პროექტი ერთი თვე გაგრძელდა. მასწავლებელმა მოსწავლეებს ასაკობრივად გათვლილი სხვადასხვა ადაპტირებული წიგნი შესთავაზა. წიგნები მოზარდებმა სურვილისამებრ აირჩიეს.

მოსწავლეებმა ასევე ავტორის შესახებ ბიოგრაფიული ინფორმაცია მოიძიეს.

ერთი თვის შემდეგ, წაკითხული წიგნების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა. სკოლის აღსაზრდელებმა პრეზენტაციები power point-ში წარადგინეს, ავტორისა და ნაწარმოებების შესახებ ინგლისურ ენაზე ისაუბრეს და საინტერესო ციტატები გამოკვეთეს.

გაიმართა დისკუსია - მოსწავლეებმა საკუთარი დამოკიდებულება გამოხატეს, შეავსეს მასწავლებლის მიერ გამზადებული ბუკლეტები და ამ გზით თანატოლების დაინტერსებასა და მოტივაციის ამაღლებას შეეცადნენ.

მასწავლებელმა მოსწავლეები წაახალისა და სხვადასხვა ნომინაციაში (1.Fast reader; 2.Clever reader; 3.Slow reader) სიგელებით დააჯილდოვა.

მასწავლებელის თქმით, ასეთი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეების ლექსიკური მარაგის გამდიდრებას, ფონეტიკის დახვეწას, უყალიბებს კრიტიკული აზროვნებისა და კომუნიკაციის უნარს. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203