ციხისძირის საჯარო სკოლის მოსწავლეები ბიზნეს მოდელირებაში მონაწილეობდნენ
28-03-2018
ახალგაზრდული ორგანიზაციის „ახალი თაობა - ახალი საქართველოსა“ და „ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის“ ორგანიზებით ბათუმის ქართულ ამერიკულ სკოლაში გაიმართა პროექტი „ბიზნეს მოდელირება - ბათუმი“.

პროექტის ფარგლებში მონაწილეებმა თეორიულად შეისწავლეს ბიზნეს-გეგმის შედგენა და მასთან დაკავშირებული ასპექტები, პრაქტიკულად იმუშავეს ბიზნეს გეგმების შედგენაზე. 

პროექტმა მოსწავლეებს მისცა შესაძლებლობა გაეუმჯობესებინათ ლიდერობის, საჯარო გამოსვლების, დებატებისა და კრიტიკული აზროვნების უნარები. 

პროექტში მონაწილეობდნენ ციხისძირის საჯარო სკოლის მოსწავლეები: მირანდა სურმანიძე და მარიამ დიმიტრაძე. 

მარიამმა მარკეტინგის მენეჯერის წოდება მოიპოვა. 

მონაწილეები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებითა და ვაუჩერებით.  

ციხისძირის საჯარო სკოლა ულოცავს მოსწავლეებს პროექტში წარმატებულ მონაწილეობას. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203