წყალმცენარეები სადილად და მენიუ, რომელიც ოთხ კვირაზე ადრე არ უნდა განმეორდეს -  როგორ ზრუნავენ სასკოლო კვებაზე საზღვარგარეთის სკოლებში
29-07-2022

წყალმცენარეები ჩინეთში, გრილზე შემწვარი ქათამი და ბოსტნეული აშშ-ი, ძეხვეული გერმანიაში - დღეს გიამბობთ რას მიირთმევენ მოსწავლეები სხვადასხვა ქვეყანაში და როგორ ზრუნავენ სახელმწიფოები მათი სასკოლო კვების გაუმჯობესებაზე. 

ჩინეთი

ქვეყანაში დღემდე ბევრი ღარიბი სოფელია, რომელთა მკვიდრ ბავშვებს სრულფასოვანი კვების შესაძლებლობა არ აქვთ. ამასთან საბრძოლველად, ჯერ კიდევ 2011 წელს სახელმწიფომ 134 000 სოფლის სკოლის 36 მლნ ბავშვისთვის პროგრამა - „ღირსეული კვება“ ჩაუშვა.

დღეს კი, როგორც ჩინეთის განათლების სამინისტროში აცხადებენ, სოფლის სკოლების ყოველი მეოთხე მოსწავლე მაღალი დონის სასკოლო კვებით არის უზრუნველყოფილი. აქ სადილს სახელმწიფოს მკაცრი კონტროლის ქვეშ სპეციალური კომპანიები ამზადებენ, რომელთაც ხელშეკრულება ქალაქის ხელმძღვანელობასთან აქვთ გაფორმებული. ლანჩი მოიცავს - რძეს, ბრინჯს, ზღვის ბალახს, ლობიოთი და ბოსტნეულით. პირველი ულუფა წვნიანია, დესერტად კი მანდარინის ჟელე.

აშშ

აშშ-ი დიდი ხნის განმავლობაში სასკოლო კვებას მარტივი ნახშირწყლების შემცველობის გემო აკრიტიკებდნენ, ამიტომ ქვეყანაში სასკოლო კვების ახალი ნორმები შემოიღეს. ისინი ითვალისწინებენ სახამებლის შემცველი ბოსტნეულის და მარილის რაოდენობის შემცირებას და ბოსტნეულისა და ხილის წილის ორ ულუფამდე გაზრდას. 

შედეგად, შტატებში ტიპური ამერიკული სადილი - კარტოფილი ფრი, ჰოთ-დოგი, რძიანი სასმელი შეიცვალა. დღეს კი მენიუში ვიხილავთ - სალათის ფოთლებს, თხლად დაჭრილ კიტრს, სტაფილოს, გრილზე შემწვარ ქათამს, გახეხილი ჩედარის ყველს, მოხარშულ კვერცხს, პომიდორს, პურს, ნექტარსა და მარწყვს. 

აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სკოლებში თითოეულ ბავშვს საკუთარი ბარათი აქვს, რომელსაც სასადილოს შესასვლელში ატარებს, მშობლების ბარათთან დაკავშირებული ანგარიშიდან კი სტანდარტული თანხა ავტომატურად იჭრება.

გერმანია

გერმანია ფედერალური რესპუბლიკაა, ამიტომ თითოეულ მიწაზე განსხვავებული სასკოლო კვებაა, მაგრამ ყველა მეტ-ნაკლებად მსგავს წესებს მისდევს.

კერძოდ, არსებობს გერმანიის კვების საზოგადოების რეკომენდაციები დაბალანსებული კვების აუცილებლობასთან დაკავშირებით. ეს არის ბოსტნეული (სასურველია სეზონური) და მრავალფეროვნება - გერმანული სკოლების სასადილოებში მენიუ ოთხ კვირაზე ადრე არ უნდა განმეორდეს.

მენიუში ხშირად არის ლობიოს სუპი ძეხვით, ქათმის ფრიკასე და კარტოფილის ბლინები, სპაგეტი ფარშით, შნიცელი და კარტოფილის პიურე, კატლეტი და თევზის ჩხირები ბრინჯის გარნირით. ბევრი ბავშვს, განსაკუთრებით მათ, ვინც გახანგრძლივებულში არ არიან, საკვები სახლიდან მოაქვთ.

იტალია

იტალიაში რამდენიმე წლის წინ სეზონური მენიუ შემოიღეს. მის შემადგენლობას ადგენენ კომპანიები, რომლებიც ბავშვთა კვებაზე სპეციალიზდებიან, მას კი ჯანდაცვის სამინისტრო ამტკიცებს. 

იტალიელი მოსწავლეების სადილია - პასტა სხავადასხვა სახის სოუსით ან წვნიანი, მეორე კვება ეს არის - ხორცი ან თევზი, ხანდახან ყველი და ასევე გარნირი და ბოსტნეული. მენიუში შედის პური და, რა თქმა უნდა, ხილი. 

ბევრ სკოლაში ყველაფერი კომპიუტერიზებულია: ყველა მოსწავლეს აქვს პროგრამული ნომერი. მშობლები ამ ნომრით ბანკში მიდიან და ფულს დებენ, რომელიც შემდეგ ავტომატურად იჭრება. ამასთან, თუ ბავშვი რაიმე მიზეზით სკოლაში არ მივა, პროგრამაში ნებისმიერ დროს შესაძლებელია ცვლილების შეტანა. შედეგად ფული გაცდენილ დღეზე არ ჩამოეჭრება. 

იხილეთ ასევე: ფინეთში სასკოლო კვება უფასოა, იაპონიაში კი ჯანსაღი სადილი 2,5 დოლარი ჯდება - როგორ იკვებებიან მოსწავლეები მსოფლიოს სკოლებში?

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203