სორის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებებისთვის მზადება მიმდინარეობს.
მზადების პროცესში აქტიურადაა ჩართული ქართული ენის მასწავლებელი დალი ბერიაშვილი.
მან მოსწავლეებთან ერთად უკვე დაიწყო კედლის გაზეთის შექმნა, სკოლის დერეფნის გალამაზება და მორთვა.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, მოსწავლეები ხალისით ეხმარებიან მასწავლებელს ღონისძიებების მომზადებაში.
იხილეთ ფოტოები