დანისპარაულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლამაზი ლიტერატურული საღამო ჩაატარეს
28-03-2018
დანისპარაულის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის წრემ ნანი შამანაძის ხელმძღვანელობით ლიტერატურული საღამო ჩაატარა.

ლიტერატურული საღამო ცნობილი პოეტების ლადო ასათიანისა და მირზა გელოვანის ხსოვნას მიეძღვნა. 

საღამოს მთავარი დევიზი იყო -,,ჭაბუკები დარჩნენ მარად“. 

ღონისძიებას ხულოს რესურსცენტრის უფროსი ედუარდ მიქელაძე და მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების მონაწილეებმა და დამსწრე საზოგადოებამ არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. 

ღონისძიების ბოლოს რესურსცენტრის უფროსმა მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს, პედაგოგებს და მშობლებს ლამაზი და შინაარსიანი საღამოსათვის.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203