ყვარლის N1 საჯარო სკოლის ვაჟ ხელბურთელთა გუნდმა რეგიონალურ თამაშებში გაიმარჯვა
28-03-2018
ილია ჭავჭავაძის სახელობის ყვარლის N1 საჯარო სკოლის ვაჟ ხელბურთელთა გუნდი სასკოლო ოლიმპიადის რეგიონალურ თამაშებში 1-ლი ადგილის მფლობელი გახდა.

სკოლის წარმომადგენელის თქმით, სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები სპორტულ ცხოვრებაში და ყოველთვის წარმატებით ასპარეზობენ რაიონულ თუ რეგიონალურ ოლიმპიადებში. 

„იმედი გვაქვს, რომ როგორც შარშან, ასევე წელსაც, ჩვენი ხელბურთელები საქართველოს მასშტაბით წარმატებით იასპარეზებენ და კვლავ გამარჯვებით დაგვიბრუნდებიან“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203