გაიცანით „ეტალონის“ მონაწილე წარმატებული მოსწავლეები სვირის საჯარო სკოლიდან
28-03-2018
სვირის საჯარო სკოლის ინტელექტ-ჩემპიონატ ,,ეტალონის“ შესარჩევი ტურის მონაწილე მოსწავლეები წარმატების დამადასტურებელი სერთიფიკატებით და სიგელით დაჯილდოვდნენ.

მათ შორის ერთერთი დიანა მჭედლიძე „ეტალონის“ ნახევარფინალში მონაწილეობდა.

ტესტირების დღესთან დაკავშირებით, სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.  

ტესტირება „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა. 

სკოლის დირექცია, სკოლის მოსწავლეებს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.  

შეგახსენებთ, „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203