მასწავლებლის გამოცდებზე 2-მა გამოსაცდელმა დაიგვიანა, ხოლო 16% არ მივიდა
20-07-2022
20 ივლისს ბიტურიენტები ბიოლოგიის გამოცდა ჩააბარეს, მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველებმა კი ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და სომხური ენის გამოცდები დაწერეს. მასწავლებლის გამოცდებზე დღეს 2-მა აპლიკანტმა დაიგვიანა, ხოლო 16% არ მივიდა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიოლოგისს გამოცდაზე გამოცხადდა 92%-ზე მეტი აბიტურიენტი და ამ დროის მონაცემებით არ ყოფილა დაგვიანების არც ერთი შემთხვევა.

რაც შეეხება მასწავლებლის გამოცდას, დაიგვიანა ორმა გამოსაცდელმა. სულ გამოცხადდა 84%-მდე მასწავლებლის გამოცდების მონაწილე.

ხვალ აბიტურიენტები გეოგრაფიის გამოცდას ჩააბარებენ, მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის კი გამოცდა ისტორიაში, სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, ასევე ფიზიკასა და სპორტში ჩატარდება.

იხილეთ: მასწავლებელთა საგამოცდო საკითხები ქართულსა და მათემატიკაში ცნობილია
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203