ბაღებში ახალი კადრები დაასაქმეს - სააღმზრდელო პროცესი 25 ივლისიდან შეწყდება
21-07-2022
ბათუმის მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 2022 წლის 25 ივლისიდან შეწყდება არნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბათუმის საბავშვბო ბაღების გაერთიანება ავრცელებს. 

უწყების განცხადებით,  სკოლამდელი განათლების მუნიციპალურ დაწესებულებებს სასკოლო ასაკის 3011 აღსაზრდელი დატოვებს.

აღასანიშნავია, რომ ბათუმის მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში აღმზრდელის, უფროსი აღმზრდელისა და გამგის პოზიციებზე კონკურსი ჩატარდა. აღმზრდელის 9 ვაკანტური ადგილიდან 7 აღმზრდელი დასაქმდა, უფროსი აღმზრდელის 4 ვაკანტური ადგილიდან თანამდებობა სამმა უფროსმა აღმზრდელმა დაიკავა და გამგის 2 ვაკანტურ ადგილზე შეირჩნენ და დაინიშნნენ კონკურსის წესით გამარჯვებულები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203