ვანის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ძალადობა დაგმეს
28-03-2018
ვანის მეორე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ვალერინა ჩიხლაძემ ძალადობის წინააღმდეგ საინტერესო აქტივობა განახორციელა. აქტივობა VIIIბ კლასში ჩატარდა, სადაც მოსწავლეებმა ძალადობაზე წერილები დაწერეს.
„მოსწავლეებმა ყველაზე აქტუალურ თემად ძალადობა აირჩიეს და
საოცარი გულწრფელობით დაწერეს ოჯახურ ძალადობაზე, მოზარდების
ძალადობასა და სიყვარულის ნაკლებობაზე წერილები. მათ მოუწოდეს საზოგადოებას მეტი სიყვარული და ღიმილი აჩუქონ ერთმანეთს და ერთხმად დაგმეს ძალადობის ყოველი გამოვლინება,“ - განაცხადა სკოლის წარმომადგენელმა.
დაწერილი წერილები წიგნად „წერილები აწმყოდან“ აიკინძა.
„წერილები აწმყოდან“ საჩუქრად ვანის საგანმანთლებლო რესურსცენტრის უფროსს ივანე
კორძაძეს, კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსს ირმა ცხვარაძეს, ვანის პოლიციის უფროსს სარგო ადეიშვილს, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ვანის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს ლაშა
მიქელთაძეს, „ეტალონის“ ავტორსა და წამყვანს გოჩა ტყეშელაშვილს და სკოლის დირექტორს თეონა ადეიშვილს გადაეცა.
ვანის მეორე საჯარო სკოლა მადლობას უხდის მასწავლებელს და მოსწავლეებს პროექტში აქტიურობისთვის. იხილეთ ფოტოები