აწყურის საჯარო სკოლის უმცროსკლასელებმა გაზაფხულის დადგომა კიდევ ერთხელ აღნიშნეს.
ღონისძიება პირველი კლასის დამრიგებელმა ეკა გელაძემ ჩაატარა.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ლექსებით და სიმღერებით მიულოცეს დამსწრე საზოგადოებას გაზაფხულის დღესასწაულები.
აწყურის საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის მასწავლებელს საინტერესო ღონისძიების ჩატარებისთვის და მოსწავლეებს აქტიურად მონაწილეობისთვის.
იხილეთ ფოტოები