კერძო სკოლა „არილში“ ქართული ენის კვირეული გრძელდება
28-03-2018
ბათუმის კერძო სკოლა „არილში“ ქართული ენის კვირეული გრძელდება. კვირეულის ფარგლებში მეორე კლასში ქართული ენის გაკვეთილი ჩაატარა პედაგოგმა მაია გორგილაძემ.
გაკვეთილზე მოსწავლეები მუშაობდნენ როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად.
სკოლაში უკვე დიდი ხანია სხვადასხვა საგნის კვირეული ტარდება, რომელშიც მასწავლებლები და მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული.