ბათუმის მრავალდარგობრივ გიმნაზია „იბერიაში“ სხვადასხვა საგაკვეთილო და გასვლითი აქტივობა ხშირად ტარდება.
მეოთხე კლასში მასწავლებელმა ინგა ჟოჟაძემ დაწყებითი კლასების, ესთეტიკური ციკლის და სპორტის საგნობრივი კათედრის კვირეულის ფარგლებში ქართული ენის გაკვეთილი ჩაატარა.
მოსწავლეებმა იმსჯელეს და გაანალიზეს შესწავლილი ლიტერატურული პერსონაჟები, განიხილეს მათი როლი და დანიშნულება ნაწარმოებში.
გაკვეთილზე შემეცნებითი თამაშები და ჯგუფური აქტივობები ჩატარდა. ასევე აჩვენს სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკი „კუ და მორიელი“.
მეხუთეკლასელები ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმს ეწვივნენ.
ისტორიის გასვლითი გაკვეთილი მასწავლებლის სოფიო შოშიაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა.
მოსწავლეებმა მუზეუმის ექსპონატები დაათვალიერეს და სიძველეების შესახებ ჩატარებულ ლექციას მოუსმინეს.
გიმნაზია „იბერია“ მსგავსი აქტივობების განხორციელებას მომავალში ისევ გეგმავს.
იხილეთ ფოტოები