ჩატარდება სკოლის დირექტორების არჩევნები - ბერიკა შუკაკიძე სერტიფიცირებაზეც ალაპარაკდა
22-07-2022
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ განაცხადა, რომ საჯარო სკოლის დირეტქორების არჩევნები 2023 წელს ჩატარდება. 

„სკოლის დირექტორების არჩევნები იგეგმება მომავალ წელს. ახლა, წელს სერტიფიცირება არის და განათლების სამინისტროსთან ერთად ჩვენ ჩართული ვართ ამ პროცესში. ჩვენ ძალიან გვინდა, რომ წარმოვაჩინოთ სკოლის დირექტორი, როგორც საგანმანათლებლო ლიდერი და არა მხოლოდ მენეჯერი”, -აღნიშნა ბერიკა შუკაკიძემ სატელევიზიო ეთერში საუბრისას. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 2086 საჯარო სკოლაა, რომელთა უმეტესობაში დირექტორობის მოვალეობის შემსრულებლები არიან დანიშნულნი. დირექტორთა სასერტიფიკაციო გამოცდა კი ჯერ კიდევ ორი წლის წინ უნდა ჩატარებულიყო, თუმცა პანდემიის მიზეზით გადაიდო.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203